logo-mini

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი

მოქმედი ვიზაჟისტების საყურადღებოდ!

მაკიაჟის ფრანგული სკოლა “MAKE-UP ATELIER PARIS GEORGIA” გაძლევთ შესაძლებლობას, პროფესიონალ ვიზაჟისტებს კიდევ უფრო აიმაღლოთ კვალიფიკაცია.

ვიზაჟისტების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში –  4 ადამიანი.

თითოეული გაკვეთილი შედგება 3 ნაწილისაგან:

  1. თეორიული მიმოხილვა
  2. საჩვენებელი მაკიაჟი პედაგოგის შესრულებით
  3. მიღებული ინფორმაციის მოდელზე დაფიქსირება ანუ პრაქტიკული სამუშაო.

კურსის უპირატესობები:

  • თეორიული მასალა გადაეცემათ ვიზაჟიტებს პირველივე გაკვეთილზე.
  • სწავლების პროცესში ვიზაჟისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ფრანგული პროფესიონალური კოსმეტიკით “MAKE-UP ATELIER PARIS”,  მეთოდური მასალებით და მოდელებით.
  • კურსის გავლის შემდეგ გაიცემა “MAKE-UP ATELIER PARIS”-ის საერთაშორისო სერტიფიკატი.
  • ვიზაჟისტები მუდმივად სარგებლობენ 15%-ნი ფასდაკლებით “MAKE-UP ATELIER PARIS” ბრენდის ფრანგულ პროფესიონალურ კოსმეტიკაზე და ფუნჯებზე.

 

ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში  გაკვეთილების რაოდენობა და თემატიკა დგინდება წინასწარ პედაგოგთან გასაუბრების საფუძველზე.

სასწავლო პროგრამა

  • 5 ძირითადი, აქტუალური სქემა და მეთოდები მაკიაჟში სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. (ჩრდილის, კრემოვანი, გელის და ფანქრის).
  • ფერების ჰარმონიული შეხამება. სწორი აქცენტების გაკეთება მაკიაჟში.
  • ფხვიერ ტექსტურებთან მუშაობის სპეციფიკა.  შერჩეული ფერთა კომბინაციიდან, ტონალობიდან და კონტრასტულობიდან  გამომდინარე ნებისმიერ სქემას შეიძლება შეეცვალოს საიმიჯო მიმართულება და გარდაიქმნას საქორწილო, საღამოს, დღის ან საკლუბო ვარიანტად. სრულდება ფენებად დადების  ყველა ტექნიკური ხერხით.

საჩვენებელი მაკიაჟი და პაქტიკული სამუშაო

  1. კლასიკური, არის ძირითადი სქემა ბუნებრივი მაკიაჟისთვის. ხაზს უსვამს თვალის სილამაზეს და პროპროციულობას. ასევე კლასიკური სქემით შესაძლებელია  მოცულობითი, ოდნავ დაშვებული ქუთოთოს კორექტირებაც. შერჩეული ფერთა კომბინაციიდან, ტონალობიდან და კონტრასტულობიდან  გამომდინარე შესაძლებელია შეეცვალოს საიმიჯო მიმართულება.  თუ სრულდება მონოქრომულ ვარიანტში, იდეალურად ეხამება ტუჩის გამოკვეთილ მაკიაჟს.
  2. დიაგონალური სქემა ძალიან მოთხოვნადია სალონურ მაკიაჟში. იდეალურად ასწორებს დახრილ თვალს. მსუბუქი, გარდამავალი კონტურების ხარჯზე ყოველთვის გამოიყურება ნაზად და მიმზიდველად. შერჩეული ფერთა კომბინაციიდან, ტონალობიდან და კონტრასტულობიდან გამომდინარე შესაძლებელია შეეცვალოს საიმიჯო მიმართულება და გარდაიქმნას საქორწილო, საქმიან, დღის ან საკლუბო ვარიანტად. შესაძლებელია შესრულდეს ფანქრის, აკვარელის და კრემოვანი მასალების დადების ტექნიკით.
  3. ვერტიკალური სქემა არის ერთ – ერთი ყველაძე მოთხოვნადი სქემა, როგორც სალონურ მაკიაჟში, ასევე მოდის სფეროშიც, პოდიუმისთვის. ხაზს უსვამს თვალის სილამაზეს და არ ირღვევა ბუნებრივი პროპორციები.
  4. „ბანანი“ – სქემის ფერთა გრადაციის ტექნიკა არის მაკორექტირებელი. ეს არის ტექნიკა ვიწრო თვალებისთვის, იმდენად რამდენადაც შესაძლებელია თვალის მომრგვალება ვიზუალურად. გარდა ამისა, ყველა სქემაზე უკეთ ვიზულაურად მაღლა  წევს  დახრილ თვალს.
  5. ჰორიზონტალური სქემა აკორექტირებს ახლოსმდებარე, მრგვალ თვალებს.  ის აღმოსავლური მაკიაჟის ერთ – ერთი ძირითადი სქემაა, იმდენდ რამდენადაც თვალის გარე კუთხეს ხდის ვიზუალურად ამომავალს. ჰორიზონტალური სქემით, ასევე შესაძლებელია დახრილი თვალის კორექტირებაც. ფერის ინტენსიურობიდან გამომიდინარე შესაძლებელია შეიქმნას სასცენო მაკიაჟისთვის.                                               ( 5 დღე)

1. აღმოსავლური მაკიაჟი „კლასიკური“

2. აღმოსავლური მაკიაჟი „ჰადე“ ორმაგი ისრები

აღმოსავლური მაკიაჟში ისრის დახატვის ორი თანამედროვე ტექნიკა გამოიყოფა:

კატის თვალი და ორმაგი ისრები.

 

მრავალფენოვანი თვალის მაკიჟი.

  • გელის ტექნიკა გლიტერების და პიგმენტების გამოყენებით.
  • გამოყენებული დეკორატიული კოსმეტიკის ფერთა გამა, წარმოდგენილი მუქი და მკვეთრი ფერების სახით. ჩრდილები, რომლებიც გამოიყენება აღმოსავლურ მაკიაჟში, როგორც პერლმუტრი ასევე მატი.

თვალის ბუნებრივი ფორმის მიუხედავად, აღმოსავლური მაკიაჟი თვალს ანიჭებს ნუშისებურ ფორმას. ამის შესრულება ხდება მუქი ლაინერით.

  • წარბების ხაზი იმყოფება განსკუთრებული ყურადღების ზონაში.
  • მაკიაჟში შეიძლება იყოს გამოყენებული სტრაზები და ბზინები.
  • შესაძლებელია დასაკრავი წამწამების გამოყენებაც

(3დღე)

ლიფტინგ (გამაახალგაზრდავებელი) მაკიაჟი.                                                                                                      (თეორიული მიმოხილვა, საჩვენებელი მაკიაჟი და პაქტიკული სამუშაო.)

  • ძირითადი პრინციპები, ლიფტინგ მაკიაჟის შესრულებისას
  • სახის სწორი მომზადება, მაკიაჟისთვის
  • კოსმეტიკური საშუალებების ტექსტურა
  • პრობლემური ზონების კორექტირება
  • კოსმეტიკის ფერთა გამა
  • ნაოჭებთან და დაშვებულ ქუთუთოზე მუშაობის სპეციფიკა
  • ტექნიკური ხერხები

(2დღე)

 

თვალის კორექციის ტექნიკა

  • ისრების აგებულების თეორია
  • მუშაობა სხვადასხვა ტექსტურებთან, ისრების შესაქმნელად
  • ისრის სახეობები: ძირითადი, კლასიკური, ეგვიპტური,არაბული, კრეატიული
  • გლიტერების გამოყენება ისრებზე
  • თვალის დახვეწილად გამუქება, სქემებიდან გამომდინარე
  • დარბილებული ისრები, არა მკვეთრი კონტურებით
  • წითლის აქტუალური ელფერები ტუჩის მაკიაჟში.

(2 დღე)

“smoky eyes”

სხვადასხვა ტიპის თვალზე და სახეზე აღნიშნული სქემის ადაპტირება.

ფერთა საინტერესო  შეხამება.

მატი და ბზინვარე ტექსტურების შეხამება ერთ სქემაში.

  • მონოქრომული (შერეული ტექნიკა)
  • მონოქრომული, ნეიტრალური, ტუჩზე აქცენტით (ჩრდილის ტექნიკა)
  • ჩიტისებური (ფანქრის ტექნიკა)
  • მოცულობითი (ჩრდილის ტექნიკა, ფხვიერი პერლამუტრი ტექსტურები)
  • სველი თვალის ეფექტი (კრემ – ჩრდილების გამოყენება)

(5დღე)

სახესთან მუშაობა

  • კანის ტექსტურის გათანაბრება
  • ტონის გათანაბრება
  • სახის ნაკლოვანებების შენიღბვა
  • კონკრეტული პრობლემური ზონების ფერადი შენიღბვა
  • ტონალური ფუძის მდგრადობის ხარისხის გაზრდა

 

სახის დეტალების მოდელირების პრინციპი

კრემოვანი და მშრალი ტექსტურები  სახის სკულპტურირებისთვის, დადების თავისებურება და ელფერის შერჩევა.

  • კონტურინგი – ტექნიკა, რომელიც იძლევა საშუალებას  სახის რელიეფის კორექტირების,  მუქი და ღია ტექსტურების სწორად დადებით.
  • სტრობინგი (Strobing) – სახის სკულპტურირების ტექნიკა, სახის სხვადასხვა ზონების გაღიავების გზით, ჰაილაითერის მეშვეობით.
  • გამოცხობა (Baking) – სახის „გამოცხობის“ ტექნიკა სქელი, მკვრივი ეფექტით, რომელიც მიახლოვებულია გრიმთან.

 

ჩვენი მიზანია, დავნერგოთ საქართველოში ვიზაჟისტების პროფესიული ზრდის ტენდენცია და მაღალ ხარისხიანი კოსმეტიკის გამოყენება.
ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას პროფესიონალ ვიზაჟისტებს კიდევ უფრო აიმაღლონ კვალიფიკაცია და იყვნენ ინფორმირებულნი უახლესი ტენდენციების შესახებ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი სპეციალისტები ითვალისწინებენ ამ ყოველივეს და ცდილობენ კიდევ უფრო გაიზარდონ პროფესიულად, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს პრესტიჟის და შემოსავლების ზრდას!

შპს “მეიქ აფ ატელიე ჯორჯია” – MAKE-UP ATELIER PARIS პროფესიონალური მაკიაჟის ფრანგული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ტელ.: 032 272 68 05; +995 577 000 187

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 7 , 3 სად , 2 სართ.

Make-up Atelier Paris – ეს არის ბრენდი, რომელსაც ირჩევენ მსოფლიოს საუკეთესო ვიზაჟისტები და საუკეთესო ვიზაჟისტები თავის მოღვაწეობას იწყებენ Make-up Atelier Paris – სკოლაში. პროფესიონალური კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხი, სწავლების უნიკალური პროგრამა და მაკიაჟი რომელსაც ასრულებენ პროფესიონალები არის ის, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ!