logo-mini

პროფესიონალური კურსი

მაკიაჟის ფრანგული სკოლა “MAKE-UP ATELIER PARIS GEORGIA” მსურველებს გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ მაკიაჟის ხელოვნება პროფესიონალურ დონეზე. სწავლების მსურველებს შეუძლიათ დაესწრნონ გაკვეთილის მიმდინარეობას.
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 11:00 – დან 13:00 საათამდე და 14:00 – დან 16:00 საათამდე
სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 16:00 – დან 18:00 საათამდე და 19:00 – დან 21:00 საათამდე
დაეუფლეთ ვიზაჟისტის პრესტიჟულ პროფესიას! გახდით პრესტიჟული და განთქმული მაკიაჟის სკოლის სტუდენტი! მიიღეთ საერთაშორისო “MAKE-UP ATELIER PARIS” ფრანგული ბრენდის დიპლომი! კურსის ხანგრძლივობა – 2 თვე (24 გაკვეთილი + გამოცდა, 66 აკადემიური საათი) კვირაში 3 ჯერ, 1გაკვეთილი – 2 საათი) რეგისტრაცია და მიღება ხდება თანხის გადახდის ან დამტკიცებული განვადების საფუძველზე.
წინასწარი რეგისტრაციის პერიოდში , თანხის მთლიანად გადახდის შემთხვევაში ისარგებლეთ 10%-იანი ფასდაკლებით და გადაიხადეთ 1800 ლარი 2000 ლარის ნაცვლად. ასევე შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია თანხის გადარიცხვის საფუძველზე! რეკვიზიტები გადარიცხვისთვის – საბანკო კოდი – TBCGE 22 მიმღების დასახელება – შპს MAP school ანგარიში: GE40TB7596036020100003
სწავლების მსურველთა დიდი თხოვნით შესაძლებელია TBC ბანკის შეღავათიანი განვადებით სარგებლობა! განვადების შემთხვევაში კურსის საფასური 1900 ლარი 2000 – ის ნაცვლად! განვადების ხანგრძლივობა 3-დან 24 თვემდე! განვადებისთვის აუცილებელია ინვოისის გამოწერა იმ ადამიანზე ვის სახელზეც კეთდება განვადება. მოგვწერეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი. ინვოისი უნდა წარადგინოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გვეწვიოთ სტუდიაში, გამოგვეხმაუროთ ფბ გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 000 187 მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.7, III სად., II სართული
სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი 11:00 – დან 18:00 საათამდე.
ჩვენი სკოლის უპირატესობები: თქვენ გახდებით პრესტიჟული და განთქმული მაკიაჟის სკოლის სტუდენტი! საჩუქრად მიიღებთ პროფესიონალური ფუნჯების კომპლექტს, ტუბუსს (ფუნჯების ჩასადები მინი ქეისი), ბრენდირებულ ჩანთას და მაისურს, ბლოკნოტსა და კალამს.
თეორიული მასალა გადმოგეცემათ პირველივე გაკვეთილიდან! პრაქტიკულ მეცადინეობას (თეორიასთან პარალელურად) დაიწყებთ უკვე მეორე გაკვეთილიდან და გააგრძელებთ სწავლის ბოლომდე.
სწავლის პროცესში უზრუნველყოფილნი იქნებით ფრანგული პროფესიონალური კოსმეტიკით, ფუნჯებით, მეთოდური მასალებით, და მოდელებით პრაქტიკული მეცადინეობისთვის.
მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში – 6 ადამიანი.
სწავლის ბოლოს მოსწავლეები აბარებენ გამოცდას – თეორიას და პრაქტიკულ საგამოცდო ნამუშევარს.
კურსდამთავრებულთათვის გაიცემა “MAKE-UP ATELIER PARIS” ბრენდის საერთაშორისო დიპლომი.
სკოლის კურსდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში!
ჩვენი მოსწავლეები სარგებლობენ მუდმივ 20%-ნი ფასდაკლებით “Make Up Atelier Paris” ბრენდის ფრანგულ პროფესიონალურ კოსმეტიკაზე და ფუნჯებზე.
სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას გაიარონ პრაქტიკა ჩვენს სტუდიაში “Make Up Atelier Paris” ფრანგული პროფესიონალური კოსმეტიკით, ასევე მიიღონ სტუდიაში საკუთარი კლიენტები და ისარგებლონ ჩვენი პროდუქციით. ჩვენი კურსდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში.
შპს MAP school – MAKE-UP ATELIER PARIS პროფესიონალური მაკიაჟის ფრანგული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: ტელ: 272 6805; მობ: 577 000187 (11:00-19:00)
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.7, III სად., II სართული
სწავლა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე!
სასწავლო პროგრამა
1. ვიზაჟისტი, მაკიაჟის შესახებ. ვიზაჟის პროფესიის სპეციფიკა, ქცევის ეთიკა, კლიენტთან ურთიერთობა
2. სამუშაოსათვის აუცილებელი მასალა და ინსტრუმენტები. სანიტარული ნორმები, სამუშაო ადგილის, კოსმეტიკური საშუალებებისა და ინსტრუმენტების დახასიათება
3. მაკიაჟის საშუალებების ლექსიკონი. პროფესიონალური დეკორატიული კოსმეტიკის შემადგენლობა. მაკორექტირებელი და მატონიზირებული საშუალებების დახასიათება
4. კანის ტიპები
5. სახის კანის მომზადება მაკიაჟისათვის
6. მაკიაჟის ეტაპები და თანმიმდევრობა
7. ფერის ტიპი იტენის თეორიის მიხედვით
8. ფერების ჰარმონია. ფერთა შეხამება. ფერების თეორია და პრაქტიკული სამუშაო ქრომატულ წრეზე
9. შუქჩრდილები და სახის აგებულება
10.სახის კორექციის მეთოდი (Strobing, draping, baking) სახის ოვალის მოდელირება. (Contouring)
11. თეორია „ოქროს კვეთა“, „იდეალური სახის“ პროპორციები
12. სახის ნაწილების აგებულება. სახის ნაწილების კორექციის ხერხი
13. წარბის დახატვა, ვიზუალური კორექცია
14. მაკიაჟი ფოტო/ტელე გადაღებისთვის
15. მაკიაჟის ძირითადი სქემები: •კლასიკური • დიაგონალური • ვერტიკალური •ჰორიზონტალური •„ბანანი“
16. საჩვენებელი მაკიაჟი მოდელზე და დამატებით Face-Chart- ზე
17. ისრის ძირითადი სახეობები: დეკორატიული და მაკორექტირებელი (სხვადასხვა ტექსტურებით)
18. პიგმენტების და გლიტერების გამოყენება მაკიაჟში
19. აკვარელის და კრემოვანი საშუალებების ტექნიკა
20. მაკიაჟის სახეობები: • “Nude Look” (ბუნებრივი) • საქორწილო • სეზონური • ფოტო/ტელე • მამაკაცის (თეორიულად) • საღამოს მაკიაჟი „hollywood“ • საღამოს მაკიაჟი “smokey eyes” – (კლასიკური 3 დან – 6 მდე ფერთა გრადაცია) • ამერიკული ტექნოლოგია, “smokey eyes” – კრემოვანი მასალით • საღამოს მაკიაჟი “smokey eyes” – ფანქრის ტექნიკა • ფანტაზიური მაკიაჟი • აღმოსავლური მაკიაჟი • მაკიაჟი “Cat eye” • რეტროსპექტიული მაკიაჟი • ტრენდული მაკიაჟი • Insta – Make Up
21. ლიფტინგ მაკიაჟი
22. მაკიაჟი ბუნებრივი განათებისთვის
23. მაკიაჟი ხელოვნური განათებისთვის
24. წამწამების დაგრძელება(ბუჩქისებური)