logo-mini

პროფესიონალური მაკიაჟის კურსი

მაკიაჟის სკოლა “MAKE UP ATELIER GEORGIA” წარმოგიდგენთ პროფესიონალური მაკიაჟის კურსის ახალ გაძლიერებულ ფორმატს – „INTENSIVE MAKEUP COURSE”

სკოლის პედაგოგები – ცნობილი და მოთხოვნადი ტოპ-ვიზაჟისტები ლანა მატახერია და ეკატერინე ჩანჩიბაძე!

ჯგუფების განრიგი:
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
დილის ჯგუფი – 11.00-13.30. პედაგოგი ლანა მატახერია
საღამოს ჯგუფი – 19.00-21.30. პედაგოგი ეკა ჩანჩიბაძე.

“ Intensive Makeup Course” სრული კურსის ხანგრძლივობა:
24 მეცადინეობა, 2 გამოცდა – 86 აკადემიური საათი.
სრული კურსის საფასური (ერთიანი გადახდით რეგისტრაციის პერიოდში) – 2500 ლარი.
საბანკო განვადებით – 2700 ლარი.

კურსი დაყოფილია 2 ნაწილად:

ბლოკი 1.BASE (საბაზისო) – 15 მეცადინეობა და გამოცდა.
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 2 საათი 30 წთ. 53 აკადემიური საათი.

საბანკო განვადების შემთხვევაში, საფასური – 1900 ლარი.
ერთიანი გადახდით რეგისტრაციის პერიოდში – 1800 ლარი!

ბლოკი 2.BEAUTY (Fashion. Glamour. HD) – 9 ინტენსიური მეცადინეობა და გამოცდა.
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 2 საათი 30 წთ. 33 აკადემიური საათი.
საფასური – 800 ლარი (მხოლოდ მათთვის, ვინც წარმატებულად გაივლის პირველ საფეხურს). ცალკე მეორე ბლოკზე განვადება არ ვრცელდება!

თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ მხოლოდ პირველი ბლოკის სწავლება და გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოთ დიპლომი – MAKEUP ARTIST (Base).

აგრეთვე, შეგიძლიათ პირველი ბლოკის გავლის პერიოდში გადაიხადოთ მეორე ბლოკის საფასური, გააგრძელოთ სწავლება და მიიღოთ მეორე, კიდევ უფრო პრესტიჟული დიპლომი
“ Intensive Makeup Course” – BEAUTY (Fashion.Glamour.HD)

თქვენ ასევე გექნებათ შესაძლებლობა, სამომავლოდ შეუერთდეთ მეორე ბლოკის ჯგუფს, სასწავლო წლის განმავლობაში.

ისარგებლეთ საბანკო განვადებით,  მთლიანი კურსი 124 ლ-დან თვეში! Makeup Atelier Georgia-ს აბიტურიენტებისთვის მოქმედებს განვადების შეღავათიანი პირობები. (3-დან 24 თვემდე).

ჩვენი სკოლის უპირატესობები:

  • თქვენ გახდებით პრესტიჟული და ცნობილი მაკიაჟის სკოლის სტუდენტი და მიიღებთ ხარისხიან და შედეგიან ცოდნას ნამდვილი პროფესიონალებისგან!
  • ჩვენი პედაგოგები – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი, BEAUTY-ს სფეროში უდიდესი გამოცდილების მქონე ტოპ-ვიზაჟისტები!
  • საჩუქრად მიიღებთ პროფესიონალური ფუნჯების კომპლექტს, ვიზაჟისტის ჩანთა-ქამარს ან ტუბუსს ფუნჯებისთვის, ბრენდირებულ მაისურს, ტილოს ჩანთას, ბლოკნოტსა და კალამს.
  •  საჩუქრად გადმოგეცემათ პროფესიონალური პორტფოლიო – სწავლის პეროიდში თქვენი საუკეთესო ნამუშევრების ფოტოებით. მოგემსახურებათ პროფესიონალი ფოტოგრაფი.
  • პრაქტიკულ მეცადინეობას (თეორიასთან პარალელურად) დაიწყებთ უკვე მეორე გაკვეთილიდან და გააგრძელებთ სწავლის ბოლომდე.
  • სწავლის პროცესში თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით:

ფრანგული პროფესიონალური კოსმეტიკით

პროფესიონალური ფუნჯებით

მეთოდური მასალებით (თეორია, სქემები, Face-chart – ები)

მოდელებით – პრაქტიკული მეცადინეობებისთვის

ერთჯერადი მასალებით და ფუნჯების სადეზინფექციო საშუალებებით.

  •      ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა – 8 ადამიანი
  •  სრული კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ გადმოგეცემათ პირველი და მეორე საფეხურის დიპლომები “MAKE UP ATELIER PARIS” ოფიციალურ წარმომადგენლობისგან საქართველოში.
  •  ჩვენი მოსწავლეები სარგებლობენ მუდმივი 20%-ნი ფასდაკლებით “Make Up Atelier Paris” ბრენდის ფრანგულ პროფესიონალურ კოსმეტიკაზე და ფუნჯებზე.
  • სწავლების პერიოდში, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დამატებით დამოუკიდებლად ივარჯიშოთ სტუდიაში. (სტუდიური კოსმეტიკის გამოყენება და მოდელის მომსახურება ფასიანია).
  • სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას გაიარონ პრაქტიკა ჩვენს სტუდიაში
    “Make Up Atelier Paris” ფრანგული პროფესიონალური კოსმეტიკით, ასევე მიიღონ სტუდიაში საკუთარი კლიენტები და ისარგებლონ ჩვენი პროდუქციით.
  • ჩვენი კურსდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, ასევე ისარგებლებენ შეღავათებით ჩვენი სკოლის მიერ ორგანიზებულ მასტერ-კლასებზე და სემინარებზე დასასწრებად.

იხილეთ ოფიციალური ფრანგული საიტი –
http://www.ateliermaquillage.com/

 (032) 272 68 05 (11.00-18.00)
 577 000 187
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 7

Professional

course